ქრთამის აღების ფაქტზე ხულოს სატყეო ადმინისტრაციის თანამშრომელი დააკავეს
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტოს“ ხულოს სატყეო ადმინისტრაციის თანამშრომელი და ერთი პირი დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა ხე-ტყის ჭრის კანონიერების დამადასტურებელი მონაცემების გადაცემის სანაცვლო, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 1 280 ლარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.