პანდემიის დაწყებიდან 31 დეკემბრამდე საქართველოში კორონავირუსით 143 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა

08.02.22 14:35
პანდემიის დაწყებიდან 31 დეკემბრამდე საქართველოში კორონავირუსით 143 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 31 დეკემბრის მონაცემით, 143 სამედიცინო პერსონალი დაიღუპა. 

მან სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელზეც ისაუბრა და თქვა, რომ  გასული წლის ბოლომდე ეს მონაცემი 3.8% იყო, თუმცა იანვარში „ომიკრონის“ გავრცელების გამო გაიზრდებოდა.

მთლიან ინფიცირებაში, 1 300 000 ადამიანი რომ არის დაინიფიცირებული ქვეყანაში, აქედან, 31 დეკემბრის მონაცემებით, 3.8% იყო სამედიცინო პერსონალი, რა თქმა უნდა, იანვარში ეს პროცენტი გაიზრდებოდა უფრო მეტად, რადგან იანვარში სერიოზული გავრცლეება გვაქვს ომიკრონის. მხოლოდ იანვარში გვაქვს 390 000 ახალი შემთხვევა...სამწუხაროდ, 31 დეკემბრის მონაცემით, 143 სამედიცინო პერსონალი დაგვეღუპა კოვიდით"- თქვა გამყრელიძემ. 

მისი თქმით,  ექიმების 82% ვაქცინირებულია

სამედიცინო პერსონალიდან ექიმების 82% აცრილია, 65%-ის ფარგლებშია ვაქცინირებული ექთნები, 55%-ის ფარგლებში კი უმცროსი სამედიცინო პერსონალი, სანიტრები“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები