იზოლაციის ვადის შემცირება - გადაყწვტილება ხელისუფლებამ სავარაუდოდ, სამედიცინო სექტორში არსებული კოლაფსის გამო მიიღო
საქართველოს ჯანდაცვოს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მიმდინარე კვირაში იზოლაციის ვადის შემცირებაზე დამატებით იმსჯელებენ. თამარ გაბუნიას განცხადებით, აქცენტი კეთდება პროფესიებზე, რომელთა დატვირთვა და სამსახურებში დროული დაბრუნება მნიშვნელოვანია.
ჯერჯერობით უსიმპტომო პირებისთვის იზოლაციის ვადა კვლავაც რჩება რვა დღე, თუმცა მიმდინარე კვირის განმავლობაში ექსპერტებთან ერთად დამატებით ვიმსჯელებთ. სხვა ქვეყნების გამოცდილება არსებობს, მაგალითად, იმ დათქმით, რომ მეხუთე დღეს ჩატარდება ტესტი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პირმა შეიძლება, გააგრძელოს ჩვეული ბიზნესაქტიურობა, რა თქმა უნდა, პირბადის გამოყენებით, ეს მოდელები სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს.
მეტი აქცენტი კეთდება იმ პროფესიებზე, რომელთა დატვირთვა, დროული დაბრუნება სამსახურებში მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კოვიდპროგრამაში მონაწილე სამედიცონო პერსონალზე.
სამედიცინო პერსონალში ვირუსის გავრცელება საკმაოდ აქტიურია, რაც გასაკვირი არ არის, რადგან პერსონალი მუშაობს მაღალი რისკის გარემოში. სწორედ სამუშაო ადგილზე მათი დროულ დაბრუნებაში შესაძლებელია, დაგვეხმაროს იზოლაციის ვადის ხუთ დღემდე შემცირება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
არსებული ინფორმაციით, ვისაც კოვიდი აქვს, სახლში ყოფნა არა რვა დღით, არამედ სავარუდოდ ხუთი დღით მოუწევს.