ინფიცირებული პატიმრები ციხეებში - თამარ გაბუნიას პირველი კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ციხეებში კოვიდაფეთქების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არასწორი და გადაჭარბებული უწოდა. მისი თქმით, ვითარება ციხეებში კონტროლდება და იქ ვირუსის თვალსაზრისით საგანგაშო მდგომარეობა არ არის.
მიმდინარე პერიოდშიც პენიტენციური სამსახური აბსოლუტურად მართავს სიტუაციას. ინფორმაცია იქ გავრცელებული უკონტროლო შემთხვევების შესახებ არის აბსოლუტურად არასწორი და გადაჭარბებული. სისტემა, რომელიც ჩამოყალიბებულია პენიტენციურ დაწესებულებაში, კოვიდის მართისთის არის გამართული ყველა მიმართლებით, როგორც პრევენციის, ასევე, შესაბამისი სამედიცინო სერვისის გაწევის თვალსაზრისით. ინფორმაცია მაქვს პენიტენციური სამსახური ჯანდაცვის დეპარტამენტიდან, რომელიც ადასტურებს იმას თუ რა არის გავრცელების მაჩვენებელი, რაც არის ძალიან დაბალი და სადაც ხდება ინფექციის დადასტურება, ყველას მართვა არის შესაფერის პირობებში უზრუნველყოფილი, - განაცხადა გაბუნიამ.
ციხეებში კოვიდაფეთქებაა. ასობით მსჯავრდებული კოვიდინფიცირებულია. განგაშია გლდანის მე-8 დაწესბულებაშიც, სადაც "ტვ პირველის " ინფორმაციით, ომიკრონის შტამი მასობრივად გავრცელდა.
მსჯავრდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ პატიმრებს სათანადოდ არ მკურნალობენ. მათი თქმით, ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ რომ პენიტენციური დეპრტამენტი ინფიცირებული პატიმრების იზოლირებას ვერ ახდენს.
ინტერესების დამცველები შესაბამის დაწესებულებებს პატიმრების იზოლაციაში გადაყვანის და მათი უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით მიმართავენ.