თვითმკვლელობა საეჭვო ვითარებაში - ოპოზიციის აქტიური მხადამჭერი ჩამომხრჩვალი იპოვეს

08.02.22 16:48
თვითმკვლელობა საეჭვო ვითარებაში - ოპოზიციის აქტიური მხადამჭერი ჩამომხრჩვალი იპოვეს

თვიმკვლელობა საეჭვო ვითარებაში - ოპოზიციის აქტიური მხადამჭერი ოჯახის წევრებმა  საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. 55 წლის ბადრი ნემსაძე რუსთავის დაწესებულებასთან გამართულ უწყვეტ აქციებში  მონაწილეოებდა. ის პირველი იყო, ვინც მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ მეთორმეტე დაწესბულებასთან კარავი გაშალა და უწყვეტი პროტესტი დაანონსა. 55 წლის აქტივისტის ცხედარი 10 იანვარს იპოვეს.

ნემსაძე წლების განმავლობაში რუსეთში ემიგრაციაში ცხოვრობდა, საქართველოში კი სპეციალურად მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად ჩამოვიდა. პროტესტის შემდგომ ის რუსეთში დაბრუნდა და ოჯახის წევრებს მის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და თვალთვალზე ესაუბრა.

ოჯახის წევრები საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ნემსაძემ  "FACEBOOK"-ზე პოსტი დადო, სადაც წერდა, რომ "ტყვედ ჩავარდნილ პატრიოტს სხვა რა უნდა ექნა".

თავი ჩამოიხრჩო. საეჭვოა ბევრი რაღაცეები, რასაც ვერ ვარკვევ. ძალიან პატრიოტი ადამიანი იყო, სულით და ხორცით შეყვარებული თავის სამშობლოზე. იყო ჩამოსული პრეზიდნხეტი დასაცავად ციხესთან, მეუბნებოდა, ვიღაცეები მითვალთვალებენო, მხოლოდ ჩემს შვილს არავინ შეხოს, მე არაფრის მეშინია. ეს მისი სიტყვებია. ფეისბუქზე დატოვა ისეთი სიტყვები, წერილი, რომ ის ძალიან იმედგაცრუებული იყო ამ მდგომარეობით და ღმერთს აკუთვნებდა თავის სულს, ლეში სად დარჩებოდა, აზრი არ ჰქონდა და სამშობლოს სიყვარულზე სწერდა ისევ და ისევ. ეს იყო მისი ბოლო პოსტი 10 იანვარს. პროტესტი ნიშნად მოხდა ეს თუ იყო რაღაცეები, რომ ამბობდა ,ვიღაცეები მითვალთვალებდნენო, ჩვენ ვერ ვგებულობთ, რას მივაკუთვნოთ ეს ამბავი, - ამბობს ოჯახის წევრი. 

ბადრი ნემსაძის გარდაცვალებამ საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა. გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს. შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაადგინონ,  აქტივისტმა თავი მოიკლა თუ საქმე მკვლელობასთან გვაქვს. 

მსგავსი სიახლეები