უმძიმესი ვითარება კლინიკებში - ოჯახი ირწმუნება, რომ 63 წლის კაცი საავადმყოფოში დაინფიცირდა და მის გადარჩენა ვეღარ შეძლეს
კორონავირუსის უკონტროლოდ გავრცელება კლინიკებში - ირკვევა, რომ ხშირ შემთხვევაში, კლინიკაში გეგმიური მკურნალობისთვის მისული პაციენტები ინფიცირდებიან.
"ტვ პირველს" 63 წლის ბადრი გულუას ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მამაკაცს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, სამედიცინო დაწესებულებაში შესვლილსას მას covid 19 არ ჰქონდა, თუმცა გამოწერისას ვირუსი დაუდგინდა. საბოლოოდ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
9 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, ყველაფაერი კარგად დასრულდა, მონაცემემებიც კარგი ჰქონდა, სიარულიც დაიწყო, თუმცა 6 დღის წინ, როცა გამოწერეს, მოულოდნელად წნევა დაუვარდა, სიცხემ აუწია. პი სი არ ტესტი გავუკეთეთ, რომელმაც აჩვენა, რომ კორონავირუსი ჰქონდა. ეგრევე იმ კლინიკაში გადავიყვანეთ, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა 2 დღეში გარდაიცვალა. ექიმის ნასაუბრევიდან ვოცით, რომ ამ კლინიკაში თითქმის ყველას კორონავირუსი აქვს. ერთადერთი რეანიმაცია აქვთ, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან ერთად არაინფიცირებული პაციენტებიც ჰყავთ მოთავსებული"- აცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრი.
ექიმი, კი რომელმაც 63 წლის კაცს ოპერაცია ჩაუტარა, დღეს თავადაც ინფიცირებულია, თუმცა აცხადებს, რომ ქირურგიული ჩარევის დროს მას არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა, covid 19 კი ოპერაციიდან 10 დღის შემდეგ დაუდასტურდა.
'ტვ პირველს" დაუკავშირდნენ ისეთებიც, რომლის ოჯახის წევრებსაც კორონავირუსი არ ჰქონდათ, თუმცა დაგვიანებული მკურნალობის გამო, ლეტალური შედეგი დადგა.
ერთ-ერთი გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლე, ამბობს, რომ 4 დღის განმავლობაში ოჯახის ექიმთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ექიმმა მაშინ დარეკა, როცა მამაკაცი უკვე უმძიმეს მდგომარეობაში იყო.
"9-ში დაგვირეკა ოჯახის ექიმმა, მაშინ როცა პაციენტი უკვე სამი დღის ინტუბირებული იყო"- თქვა გარდაცვლილის ცოლმა.