თუ დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გასცდება, აქტიურ შეზღუდვებზე მოგვიწევს ფიქრი - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობის 14 დღის მაჩვენებელი 2%-ს გასცდება, მთავრობას მოუწევს, შემზღუდველი ღონისძიებები გაატაროს.
2% არის ჩვენთვის ის მაჩვენებელი, რომელიც გვაძლევს შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას, უკვე როცა 2%-ს გადასცდა და 1,94% არის ბოლო ორი კვირის დადებითობის მაჩვენებელი დღევანდელი მდგომარეობით, ანუ უახლოვდება 2%-ს. როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გადასცდება, რა თქმა უნდა, აქტიურ შემზღუდველ ღონისძიებებზე მოგვიწევს ფიქრი. ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი - 1,94%-ია", - თქვა თამარ გაბუნიამ.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 897 შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,65%-მდეა. 24 საათში 24592 ტესტი ჩატარდა. ბოლო ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 196 ადამიანი, 10 კი გარდაიცვალა.