"ოცნების" ფავორიტი კომპანია პატიმრებს უხარისხო საკვებით კვებავდა - ფაქტს პენიტენციური სამსახური მალავდა
"ქართული ოცნების" ფავორიტი კომპანია თვეების განმავლობაში პატიმრებს უხარისხო საკვებით კვებავდა. ამისთვის ბრეგაძის კომპანია „ილი ჯგუფს“ 3 მილიონი ლარით დააჯარიმა ,თუმცა ინფორმაციას უწყება კანონის დარღვევით რამდენიმე თვის განმავლობაში მალავდა.
ირკვევა, რომ კომპანია „ილი ჯგუფმა" პატიმრების კვებაზე გაფორმებული ხელშეკრულება 29-ჯერ დაარღვია, თუმცა მას არც კონტრაქტი შეუწყვიტეს და არც „შავ სიაში“ შეიყვანეს.
ხმაურინი ჟურნალისტური გამოძიება "რადიო თავისუფლებამ" ჩაატარა. 2021 წლის 17 დეკემბრის ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენები იყო, როგორ იგებს მილიონიან ტენდერებს „ქართული ოცნების“ ფავორიტი კომპანია.
იურისტები, ამბობენ, რომ უხარისხო სკავების გამო, პატიმრები, ფაქტობრივად, შიმშილობენ.
ფაქტობრივად პატიმრები შიმშლობენ საქართველოში არსებულ ციხეებში, ვინაიდან ისინი ვერ იღებენ ციხის საკვებს, რადგან როგორც ისინი განმარტავენ, უმეტეს მათგანს აქვს გარფკვეული ქრონიკული დაავადებები, რომლის დროსაც შეუძლებელია მიიღო ის საკვები, რომელიც მზადდება საქართველოში არსებულ პენიტენციურ დაწსებულებაში. როგორც ვიცი, არაერთხელ ყოფილა შემტხვევა, როპდესაც პატიმრები მოწამლულან. პატიმრები არიანდ ამოკიდებულები სწორედ ოჯახის წევრებზე, რომლებიც თუ ვერ ჩაურიცხავენ მათ თანხას, ფაქტობრივად რჩებიან მშივრები, - ამბობს ერთ-ერთი იურისტი.
პატიმრების ცუდად კვების საკითხი ერთადერთი სკანდალი არ არის, რომელიც "ილი ჯგუფს" უკავშირდება. გაფუჭებული საკვები აღიშნულ კომპანიას უფასო სასადილოებშიც შეაქვს. ამის მიუხედავად, "ოცნებასთან" დაახლოებული კომპანია ე.წ. "თეთრ სიაშია", რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დრომდე პრივილიგირებულ მდგომარეობაშია.
დღეს ყიდვების სააგენტოს აქილევსის ქუსლი გახლავთ სწორედ შავი სიის საკითხი. კომპანიები იყოფიან პირობითად ორ ჯგუფად: ჩვენები და არა ჩვენები. ასეთია ეს კომპანიაც, როგორც ჩანს, „ჩვენებში“ შედის და ამიტომ ნებისმიერი ვადაგადაცილება, ნებისმიერი ჯარიმა სახელმწიფოსთვის მისაღებია. როდესაც სახელმწიფო ინტერესი დგას უკანასკნელ ადგილზე, მაშინ შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ აქ მხოლოდ კონკრეტული ჩინოვნიკების ინტერესია და ეს ჩინივნიკები არიან, ბუნებრივია, მაღალ ეშელონებში, - ამბობს კორუფციის მკვლევარი.
"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტური გამოძიების" შემდეგ "პირველებმა" პენიტენციურ სამსახურს ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც ინფორმაციის დამალვასთან და ჯარიმის გადახდასთან დაკავშირბეით დაუსვა შეკითხვები, თუმცა უწყებიდან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.