ლარი გაუფასურებას განაგრძობს - ეკონომისტები დადებით პროგნოზს ვერ აკეთებენ
ლარი დოლართან მიმართებით ერთი თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით 2 თეთრით გაუფასურდა. ეკონომისტების შეფასებით, ლარის გამყარება ხანმოკლე იყო. მათი ნაწილი საუბრობს რომ ეროვნული ბანკის ჩარევამ დროებითი გამყარება გამოიწვია, რაც დადებით შედეგს ვერ მოიტანს და ფასები კვლავ მაღალი დარჩება.
თუ სახელმწიფოს უნდა, რომ ფასებმა დაიკლოს და ინფლაცია შეაჩეროს, მაშინ პარალელურად უნდა ჩართოს საწვავზე აქციზის მოხსნის პრობლემა", - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია.
ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ფასების შემცირება უახლოეს მომავალში ვერ მოხდება.
ცოტათი მეტად შეიძლება გამყარდეს, ვიდრე რეალურად ამას საბაზრო პირობები განაპირობებს, მაგრამ მერე აუცილებლად დაუბრუნდება წონასწორობის წერტილს. ფასები შემცირდება, თუ კურსი დასტაბილურდება და იქნება უკეთეს ნიშნულზე. ნავთობის ფასი 90 დოლარს გადაცდა და ძალიან რთულია, რომ ლარი ისე გამყარდეს, რომ ბენზინზე ფასმა დაიწიოს", - ამბობს გიორგი კეპულაძე.