გარდაცვლილი პატიმარი - ადვოკატი ციხის დირექტორის პასუხისმგებლობაზე საუბრობს
ბადრაგები გაგნსასჯელის სკამზე - პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ჩადენილ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
სამივე დაკავებულს ციხე ემუქრება. საქმის მასალების მიხედვით, 26 წლის დიმიტრი ჭიჭაშვილი, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, კლინიკაში ბადრაგებმა უყურადღებოდ მიატოვეს, რის შემდეგაც პატიმარმა პალატაში თავი ჩამოიხრჩო.
ჭიჭაშვილი ყაჩაღობისთვის დააკავეს, თუმცა მისი ადვოკატი ამტკიცებს, რომ საქმე ახალგაზრდა კაცს შეუკერეს და რეალურად უდანაშაულო იყო.
ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ციხის დირექტორს ეკისრება:
ეს უნდა გაეკონტროლებინა ციხის ადმინისტრაციას, ციხის დირექტორს და არა ბადრაგს. საქმის მასალების მიხედვით კი ციხის დირექტორს პასუხისმგებლობა საერთოდ მოხსნილი აქვს. ცოხის დირექტორმა არ უნდა მინიმუმ ის არ უნდა იცოდეს, სად არიან მისი ბადრაგები?!
დირექტორი როგორც ყოველთვის ხელშეუხებელია, ის მხოლოდ და მხოლოდ აღმსურებელია იმ ჯალათური სისტემის, რომელსაც ეს დირექტორი პატიმრების მიმართ ახორციელებს"- თქვა ადვოკატმა.