ჯარისკაცის ბუნდოვანი გარდაცვალება - ოჯახი გამოძიების ვერსიას არ ენდობა
გორში, გუშინ ნაპოვნი გარდაცვლილი სამხედროს ოჯახს გამოძიებასთან კითხვები აქვს. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს რა გახდა 45 წლის შალვა ტაბატაძის გარდაცვალების მიზეზი - მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა.
გამოძიების ვერსიით, სამხედრო ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. შალვა ტაბატაძის ახლობლები პირველებთან საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ და გამოძიების ოფიციალურ ვერსიას ეჭქვეშ აყენებენ. ოჯახს აინტერესებს, როგორ აღმოჩნდა ხიდის ქვეშ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის ცხედარი ან რატომ არ მოიძია პოლიციამ მძღოლი, თუ მანქანა იპოვა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ცხედარს პირველადი დათვალიერების შედეგად სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.
მანქანა დაეჯახა დიდ ავტომობილს და მძღოლი გადავარდა. ჩემი ძმა მართავდა მანქანას. ამბობენ, რომ ავარიის დროს გადავარდა. ღამე ნასვამი დაჯდა. ექსპერტმა მითხრა, რომ არის ძალიან დალეწილ მდომარეობაში. პატრული მივიდა მანქანა გადაიყვანა და არ მოძებნა მძღოლი, კითხვებს ვსვამთ რატომ დროულად არ იქნა გამოძახებული მაშველი", - ამბობს გარდაცვლილის ძმა.
მამაკაცი ცხედარი გორში გუშინ იპოვეს. საქმეზე 10-ზე მეტი ადამიანი უკვე გამოიკითხა.