მწერალი გურამ დოჩანაშვილი დაკრძალეს
კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მწერალი 3 აპრილს ხანგძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
ანდერძის თანახმად, გურამ დოჩანაშვილი მისი შვილის გვერდით დაკრძალეს.
საქართველოს აღარ ჰყავს ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა".