ვაზისუბანში აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს სახლი დაუნგრიეს
ვაზისუბანში აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს სახლი დაუნგრიეს. ინჯგიების ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ომის ვეტერანმა, 68 წლის როინ ინჯგიამ 2021 წელს აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოხმარებაში აიღო. თავდაპირველად მიწაზე მოსავალი მოჰყავდა, რითაც თავს ირჩენდა, მოგვიანებით კი საკუთარი ხარჯებით 25 კვადრატიანი სახლი ააშენა.
ინჯგია მერიას ადექვატური თანხის სანაცვლოდ მიწის დაკანონებას სთხოვდა,თუმცა უარი მიიღო. უწყებამ მიწა აუქციონზე გაყიდა, მყიდველმა და მიწის ამჟამინდელმა მესაკუთრემ კი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე სახლი დაანგრია.
თხილის პლანტაცია მქონდა, იქ რაღაც ხეხილები...საახალწლოდ ეს გაიტანეს აუქციონზე და გაყიდეს. ვიღაცა ქალბატონმა შეისყიდა და იძახის ჩემიაო... მე როგორ ომის ვეტერანი, აფხაზეთიდან დევნილი, არაფერი გამაჩნია, მივმართავ ბატონ კალაძეს, რომ რაღაცნაირად დამაკმაყოფილოს..., - ამბობს როინ ინჯგია.