"აბოდებს პატარა ბიჭებზე" - მღვდელს სექსუალურ შევიწროებაში 3 შვილის მამა ამხელს
მღვდელს, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციის დაქვემდებარებაში არ იმყოფება, 3 შვილის მამა, ტაქსის მძღოლი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
მამაკაცი "ტვ პირველთან" ყვება, რომ ის სასულიერო პირმა მძღოლად დაასაქმა და მასთან 3 თვის განმავლობაში მუშაობდა. რესპოდენტი ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში მასზე მღვდელი სექსუალურად ძალადობდა. მამაკაცი ამბობს, რომ მის მეუღლეს დააშორეს.
იცი რა მენატრებიო. მეთქი მე რატომ გენატრები, მე ვარ მძღოლი. მე ჩემი ცხოვრება მაქვსთქო. თავიდან რომ გავიცანი, სუნამო მაჩუქა, მანქანაში ზეთიც გამომიცვალა", - ამბობს რესპოდენტი.
ტაქსის მძღოლი ამბობს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ საახალწლო დღეებში მამაომ ის მისი მეუღლე და შვილები თბილისთან ახლოს ერთ-ერთ სოფელში მიიწვია. მისი მტკიცებით, ამ დროს სასულიერო პირმა უთხრა, რომ მის ქმართან სექსი ჰქონდა.
მამაკაცი, რომელიც ახლა სექსულურ შევიწროვება და იძულებაში სასულიერო პირს ამხელს ამბობს, რომ მღვდლის ვნებების შესახებ საპატრიარქოში ყველაფერი კარგად იციან. სწორედ ამ მიზეზის გამო გაუშვეს ის ეკლესიიდან. მაგრამ ის კაბას არ იხდის, საკუთარი მრევლი ჰყავს და თბილისთან ახლოს ერთ-ერთ სოფელში ეკლესიაში მსახურობს.
აბოდებს პატარა ბიჭებზე. შენ ვინ ხარო რომ ვერ მოგარჯულეო", - ამბობს მამაკაცი.
სექსუალური შევიწროების გარდა, სასულიერო პირს სამი შვილის მამა მრევლის მოტყუებაშიც ამხელს. თუ ტაქსის მძღოლს დავუჯერებთ მღვდელი ერთ-ერთ რეგიონში მცხოვრებ მრევლს აიძულებს გაყიდოს სახლი, მასთან საცოხვრებლად გადავიდეს და ფულით ერთობლივი ბიზნესი გააკეთონ.