სისხლიანი აგნარიშსწორება ოზურგეთში - დაჭრილია 63 წლის კაცი
სისხლიანი აგნარიშსწორება ოზურგეთში - გვიან ღამით 63 წლის კაცი დაჭრეს.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, ვიქტორ საბაშვილს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, საბაშვილს უცხო ქვეყნის მოქალაქე, ბიზნესმენი დაესხა თავს.
კონფლიქტი სახლის დაცლის თაობაზე დაიწყო. ირკვევა, რომ ბრალდებულმა დაჭრილის სახლი იყიდა და მისგან საცხოვრებელი ფართის სწრაფ დაცლას მოითხოვდა.
ბრალდებული დაკავებულია, მან დაჭრის შემდეგ მიმალვა სცადა. რაც შეეხება 63 წლის კაცს, დაშავებული მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული.