სისხლიანი ანგარიშსწორება გურიაში - დაკავებულია ერთი პირი
სისხლიანი ანგარიშსწორება გურიაში - 62 წლის კაცის დაჭრისთვის ისრაელის მოქალაქე დააკავეს.
შემთხვევა გურიაში, ოზირგეთის სოფელ ცრემლისხიდში მოხდა. გომელაურის უწყების ცნობით, დაკავებულმა ახლად შეძენილი საცხოვრებელი სახლის ყოფილ მეპატრონეს სცემა, შემდეგ ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
უწყების განცხადებით, პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.