ძარცვა ქუთაისში - დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც არაფხიზელ კაცს სცემა და ტელეფონი გასტაცა

13.02.22 15:46
ძარცვა ქუთაისში - დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც არაფხიზელ კაცს სცემა და ტელეფონი გასტაცა

18 წლის ბიჭმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი ცემა, მობილური ტელეფონი გასტაცა და მიიმალა.

შსს-ს ცნობით, შემთხვევა 11 თებერვალს, ქუთაისში  მოხდა. 

სამართალდამცველებმა ნაძარცვი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ძალადობით ჩადენილ ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები