კასპში 38 წლის კაცი მოკლეს

13.02.22 18:53
კასპში 38 წლის კაცი მოკლეს

მკვლელობა კასპში - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ახალქალაქში 38 წლის კაცმა თანასოფლელი, 46 წლის პირი მოკლა.

გომელაურის უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები