კოკა კაციტაძე თუ ემზარ გაგნიძე - ვის აირჩევს პარლამენტი თოლორაიას შემცვლელად

14.02.22 11:48
კოკა კაციტაძე თუ ემზარ გაგნიძე - ვის აირჩევს პარლამენტი თოლორაიას შემცვლელად

კოკა კაციტაძე თუ ემზარ გაგნიძე - პარლამენტში  პროკურატურის მიერ წარდგენილ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსობის კანდიდატებს უსმენენ.  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უნდა გადაწყდეს ვის აირჩევს პარლამენტი ლონდა თოლორაიას შემცვლელად.  

"პირველების" შეკითხვებს, თუ რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას, ან რა გარანტია აქვთ, რომ ხელისუფლება მათაც ლონდა თოლორაიას მსგავსად არ მოექცევა, კანდიდატები არ პასუხობენ. მათ თქმით, ყველა კითხვას პასუხს კომიტეტის ფორმატში გასეცემენ.

აღნიშნულ პროცესს უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია. მათ თქმით, ემზარ გაგნიძე და კოკა კაციტაძე პროკურატურის მოქმედი თანამშრომლები არიან. ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ კაციტაძის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს, რადგან ის მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მარჯვენა ხელია და არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებდა.

ორივე ადამიანი არის შოთაძის რეალური მსახური ან სისტემის რეალური მსახური. გარდა ამისა, კაციტაძესთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რაც გულისხმობს პოლიტიკური მართლმსაჯულების საქმეებში მონაწილეობას, მე ვაპირებ დღეს მაქსიმალურად ორივე კანდიდატს დავუსვა ეს შეკითხვები, - ამბობს ენმ-ს ლიდერი, ხატია დეკანოიძე. 

ოპოზიციისგან განსხვავებული აზრი აქვს ხელისუფლებას. მმართელ გუნდში ამბობენ, რომ წარდგენილი კანდიდატები მაღალი სანდოობით და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.

ორივე კანდიდატს აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება, ორივე მათგანს აქვს კარგი კვალიფიკაცია. ორივე კანდიდატი არის კეთილსინდისიერი და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორივე კანდიდატი ღირსეულად შეძლებს, რომ გაართას თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობას თუკი ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ, - ამბობს ანრი ოხანაშვილი. 

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი და მესამე სექტორი აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევის პროცესის დროებით შეჩერებას იქამდე ითხოვდნენ, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოში ლონდა თოლორაიას სარჩელის განხილვა დასრულდებოდა. ამის მიუხედავად  "ოცნებამ"  თხოვნა არ აითალისწინა და კანდიდატების შერჩევის პროცესს დაჩქარებულად ცდილობს. 

 

მსგავსი სიახლეები