"ჩემგან ირონიული ტონის და ლაპარაკის მეტს ვერაფერს მოისმენთ" - ნიკოლოზ ბასილაშვილის პასუხი ტვ პირველს
"სამარცხვინო ტელევიზია ხართ, შეკვეთილ სტატიებზე მუშაობთ, ჩემგან ირონიული ტონის და ლაპარაკის მეტს ვერაფერს მოისმენთ" - ეს სიტყვები საქართველოს ნომერ პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ეკუთვნის.
სპორტსმენის გაღიზიანება სპორტული გამოცემის "espndeportes" -ის ინფორმაციამ გამოწვია, რომელიც აცხადებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი გარიგებულ მატჩებშია ეჭვმიტანილი
თუ გამოძიებამ დაადგინა, რომ ბასილაშვილი გარიგებულ მაატჩში მონაწილეობდა, სპორტსმენს დროებითი ან სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრება.
ინფორმაციის გადასამოწმებლად "პირველების" ჟურნალისტი კავშირზე ნიკოლოზ ბასილაშვილთან გავიდა, თუმცა ნომერ პირველმა ჩოგანმა "ტვ პირველი" მისი დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა.