დღევანდელი კოვიდსტატისტიკა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას არ ასახავს - გამყრელიძის განმარტება

14.02.22 13:59
დღევანდელი კოვიდსტატისტიკა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას არ ასახავს - გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებ-გვერდზე ბოლო 24 საათში ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ განთავსებული ინფორმაცია არაზუსტია - ინფორმაცია მედიას ამირან გამყრელიძემ დაუდასტურა. 

მისი თქმით,  დღევანდელი კოვიდსტატისტიკა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას არ ასახავს. გამყრელიძე არასწორი კოვიდსტატიკის მიზეზად ტექნიკურ ხარვეზებს ასახელებს. 

დღევანდელი სტატისტიკა რეალურ სიტუაციას არ ასახავს, რადგან გვაქვს მაღალი დადებითობის მაჩვენებელი. ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხდა, რაგდან შაბათ-კვირას პორტალის განახლება ხდებოდა, ყველა შემთხვევის ატვირთვა ვერ მოხერხდა, ამიტომ დღევანდელი ციფრებით ვერ ვიმჯელებთ",  - ამბობს ამირან გამყრელიძე.

NCDC-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევა დადასტურდა, როცა დადებითობის დღიური მაჩვენებელი 41.58%-ია.

მსგავსი სიახლეები