აფეთქება დიღმის მასივში - დაშავებულია 1 ადამიანი

15.02.22 10:37
აფეთქება დიღმის მასივში - დაშავებულია 1 ადამიანი

დიღმის მასივში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე აფეთქება მოხდა.დაშავებულია ერთი ადამიანი. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა მე-6 სართული. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

"პირველების" ინფორმაციით, ადგილზე, სადაც აფეთქება მოხდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და აფეთქებაც შესაძლოა, სწორედ ამას გამოეწვია. 

რამ გამოიწვია აფეთქება ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან. შსს-ს მომხდარზე გამოძიება დაწყებული აქვს. 

 

 

მსგავსი სიახლეები