ოზურგეთში, პოლიციის სიახლოვეს, მდებარე მაღაზია გაქურდეს

06.04.21 16:49
ოზურგეთში, პოლიციის სიახლოვეს, მდებარე მაღაზია გაქურდეს

ქურდობა კომენდანტის დროს - ოზურგეთში, პოლიციის მთავარი სამმართველოდან 50 მეტრში, სასურსათო მაღაზია გაქურდეს. 

"ტვ პირველს" ადგილზე უყვებიან, რომ წაღებულია 2500 ლარამდე ღორებულების პროდუქტი, რომლის დიდ ნაწილს სიგარეტები შეადგენს. 

პოლიციას დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 - ე მუხლით მიმდინარეობს.