სხეულის 20% დამწვარი აქვს, დაზიანებულია სასუნთქი გზები - აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა
დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 60 წლამდე მამაკაცს სხეულის 20% აქვს დამწვარი. ექიმების თქმით, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
კლინიკაში შემოვიდა 60 წლამდე მამაკაცი. სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად აღენიშნება სხეულის თერმული დამვწრობა 20%, დამწვარია თავი, ორივე მტევანი და წინა მხრები. გარდა დამწვრობისა აღენიშნება ზემო სასუნთქი გზების თერმული ინჰალაციური დაზიანება. მოთავსებულია რეანიმაციის განყოფიელბაში, ამჟამად მისი მდგომარეობა არის სტაბილური", - ამბობს გუგა ქაშიბაძე.
აფეთქება დიღმის მასივში, ერთ-ერთ კორპუსში დღეს დილას მოხდა. აფეთქების მიზეზის დასადგენად ადგილზე ექსპერტები მუშაობენ. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავებული ბინის მეპატრონე კი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.