ოპოზიციამ შესაძლოა საგამოძიებო კომისიები ვეღარ შექმნას
სამი დეპუტატისთვის მანდატის გაუქმების შემდეგ ოპოზიციამ პარლამენტში შესაძლოა, საგამოძიებო კომისიები ვეღარ შექმნას. ოპოზიციას სააკშვილის საქმის და გახმაურებული კორუფციული სკანდალების პარლამენტში გამოსაძიებლად ხმები აღრა ჰყოფნის.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველ პარტიას კომისიების შექმნის ეშინია, რადგან სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ბევრი რამ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.
ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, მათ შორის, ჩვენ პარტნიორებთან და გავაგრძელებთ მუშაობას ფრაქციებთან, ასევე უკრაინის რადასთან და მოსმენებს ბრიუსელში", - ამბობს ხატია დეკანოიძე.
"გირჩი", პარტია "მოქალაქეები" და "ევროპელი სოციალისტები" პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ.
მე არ მგონია, რომ უპირველესად აუცილებელი იყოს სააკაშვილის თემასთან დაგამოძიებო კომისიის შექმნა, ჩემი აზრით, რაც არის მნიშვნელოვანი ამ წუთას არის ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა აანალიზებდეს, რომ რითაც 9 წლის განმავლობაში თამაშობდა ახლა ვერ გააგრძელეს, ჭირდება ფიზიკურად სხვა პარტიების დახმარება და ველოდები, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ჩამოვა პედესტალიდან და მერე დანარჩენი ოპოზიცია ჩამოვა პედესტალიდან და ჩვენ ერთმანეთთან ლაპარაკს შევძლებთ და როცა ლაპარაკს შევძლებთ უფრო ძლიერად ვიქნებით წარმოდგენილი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ", - ამბობს იაგო ხვიჩია.