შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალებული დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი არ ყოფილა - ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის ფსიქიატრიული ექსპერიზის შედეგები ცნობილია. დგინდება, რომ დაკავებული რაფაელ მურსაკულოვი ფსიქიკურად ჯანმრთელია და უმძიმესი დანაშაულის ჩადენის დროს არც აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა.
აღნიშნული დასკვნის შედეგების საფუძველზე, მურსაკულოვის ადვოკატების სტრატეგია, რომ ახალგაზრდა ქალის სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულ კლინიკაში გაეშვათ, უსაფუძვლოა. მურსაკულოვს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურას და მურსაკულოვის ადვოკატებს დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვათ, თუმცა ექსპერიზის დასკვნის მიღების შემდეგ, ადვოკატებმა სხდომის გადადება მოითხოვეს. არგუმენტად კი ის დაასახელეს, რომ კონსულტაცია ბრალდებულთან უნდა გაიარონ.
"პირველების" ინფორმაციით, უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ მოკლული გოგოს ოჯახის წევრები. შანაი ბრუკის ძმა სურვილი აქვს, რომ როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, მოსამართლეს მისი პოზიცია მოახსენოს.