თბილისში მშენებლობიდან 2 მუშა გადმოვარდა - ერთის მდგომარეობა მძიმეა
თბილისში კორპუსიდან 2 მუშა გადმოვარდა. ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე შპს "მწვანე დიღომის" ტერიტორიაზე მოხდა. პირველადი ინფორმაციით, გარე ლიფტი ჩაწყდა, რამაც შემთხვევა გამოიწვია. კორპუსის ჯერჯერობით დასრულებული არ არის და ადგილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.