საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინის ახალი პარტია შემოვა
საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინის ახალი პარტია შემოვა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, კომპანიასთან მოლაპარაკებები ახალ ხელშეკრულებაზე უკვე მიმდინარეობს.
კომუნიკაცია „ფაიზერთან“ მიმდინარეობს ახალ ხელშეკრულებაზე. ვაქცინების მოწოდება განახლდება პირველი კვარტლის ბოლოდან. თუმცა, ჩვენ ადაპტირებული ვაქცინის მოლოდინი გვაქვს. როგორც კი იქნება ადაპტირებული ვაქცინა ხელმისაწვდომი, თუკი ჩაითვალა საჭიროდ, რომ ასეთი უნდა დამზადდეს, რა თქმა უნდა, ეს პირობაც გათვალისწინებული არის, რომ საქართველომ მიიღოს ადაპტირებული ვაქცინა“, - თქვა გაბუნიამ.