გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დედა-შვილი - მოწმეს, რომელმაც სავარაუდო დამნაშავეები დაასახელა, ემუქრებიან

15.02.22 15:21
გაურკვეველ  ვითარებაში გარდაცვლილი დედა-შვილი - მოწმეს, რომელმაც სავარაუდო დამნაშავეები დაასახელა, ემუქრებიან

შიდა ქართლში მომხდარი შემზარავი მკვლელობის საქმის მოწმეს ემუქრებიან. სამხარეო პოლიციაში  საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი  დედა-შვილის საქმეზე მარიამ მეყანწიშვილი გამოკითხეს. მეყანწიშვილი საქმის ოქროს მოწმეა. მეყანწიშვილმა პოლიციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, თუ როგორ ძალადობდა  დაჩი ტაბატაძე მეზობლებზე და როგორ მფარველობდა მას ხაშურის პოლიცია.  მეყანწიშვილი აცხადებს, რომ ტაბატაძეს მფარველობენ, რადგან მას ვალერი გელაშვილის ოჯახი იცავს. 

დედა-შვილი მაჩხაშვილების საეჭვო ვითარებაში დაიღუპვის შემდეგ, მარიამ მეყანწიშვილმა "პირველებს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ ისინი მეზობლის, დაჩი ტაბატაძის მხრიდან სისტემატიური  ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ. მეყანწიშვილი ამბობს, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ მასზე მუქარა ხორციელდება. მოწმე არ გამორიცხავს, რომ ზეწოლის გამო ქვეყნის დატოვება მოუწიოს. 

ბატონი მურთაზის და ქალბატონი ვენერას მიმართ ქონდა განხორციელებული არმხოლოდ ძალადობის, არამედ სიტყვიერი შეურაცხყოფის, ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტების. გამომდინარე იქიდან, რომ მე დავასახე ასევე მისი მფარველების შესახებ, რომ იყო ვალერი გელაშვილის ძმა და ასევე პოლიციის ყოფილი უფროსი მისი  მფარველი, დაიწყო ჩემ მიმართ განხორციელდა ტერორი, ფსიქოლოგიური ზეწოლა", - ამბობს მარიამ მეყანწიშვილი. 

 

 

 

საზარელი შემთხვევა ხაშურში 3 თებერვალს მოხდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დედა-შვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მურთაზ მაჩხაშვილი ყელგამოჭრილი საკუთარმა დედამ იპოვა. იმავე დღეს თავად ვენერა მაჩხაშვილი გარდაიცვალა.