დიღომში, მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა

15.02.22 16:08
დიღომში, მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა

დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა. 

შემთხვევა დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე შპს "მწვანე დიღომის" ტერიტორიაზე მოხდა. მშენებლობიდან 2 მუშა გადმოვარდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა ერთის გადარჩენა ვერ შეძლეს. პირველადი ინფორმაციით, გარე ლიფტი ჩაწყდა, რამაც შემთხვევა გამოიწვია. კორპუსის ჯერჯერობით დასრულებული არ არის და  ადგილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

მსგავსი სიახლეები