15 315 ახალი შემთხვევა, 55 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა
საქართველოში კორონავირუსის 15 315 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 55 ადამიანი.
ბოლო 24 საათში 3 560 აცრა ჩატარდა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 30,59%-ია, ბოლო 14 დღის - 32,02%, ბოლო 7 დღის - 31,51%.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 50 058 ტესტი.