პანიკა სავალუტო ბაზარზე - ლარი რეკორდულად გაუფასურდა
ლარი რეკორდულად გაუფასურდა. ერთ დრეში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით თითქმის 6 თეთრით გაუფასურდა. კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,0276 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 7,54 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევრო 3,4348 ლარს გაუტოლდა.
არსებობს ვარაუდი, რომ უცხოეთში გადასაგზავნად დიდი ოდენობით დოლარის შესყიდვა მოხდა, რამაც ლარი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
ექსპერტები ცდილობენ დაადგინონ, რატომ არ გამოიტანა ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად რეზერვები რომ ასეთი სწრაფი გაუფასურება შეეჩერებინა. ლარის მოულოდნელმა გაუფასურებამ პრაქტიკულად გაანულა ბენზინზე და პროდუქტებზე ფასების შემცირების შანსი.
ეკონომიკური სფეროს ექსპერტებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ. მათი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია თავისუფალ ბაზარზე, პანდემიასა და ასევე უკრაინაში მიმდინარე პროცესებზეც.
ლარის კურსი რაც გვაქვს არის უფრო მაღალი ვიდრე იყო პირობითად წინა კვირაში, თუმცა როგორც ჩანს ლარი პოულობს ახალ წონასწორობის წერტილს და ეს შეიძლება იყოს სამიან ნიშნულზე, თუმც აწინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული", - ამბობს გიორგი კეპულაძე.
არაეკონომიკური ფაქტორებიც გვაქვს ბევრი. ჯერ კიდევ გაურკვეველია უკრაინაში ომი იქნება თუ არა, ამან შეიძლება ყველაფერი აურიოს ჯერჯერობით რაც არის კიდევ გამყარებულია, თუმცა არ ნიშნავს რომ ფასები გაიაფდება, ზრდა გაგრძელდება", - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი სოსო ბერიკაშვილი.