ნარკოლოგიურის ეზოში მამაკაცმა იარაღით ჭრილობები მიიყენა - რა მოხდა ბათუმში?

16.02.22 12:55
ნარკოლოგიურის ეზოში მამაკაცმა იარაღით ჭრილობები მიიყენა - რა მოხდა ბათუმში?

ბათუმის ნარკოლოგიურის  ეზოში ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიიყენა. ირკვევა, რომ  ის დაწესებულებაში  ყოფილ მეუღლესთან მივიდა, რომელიც სამედიცინო  ცენტრის დირეტორია.

ცენტრის ხელმძღვანელი "პირველებს"  უყვება, რომ ყოფილ ქმართან  მშვიდი საუბარი ჰქონდა, რომლის დასრულების შემდეგ, კაცი მანქანიდან გადავიდა და უამრავი თვითმხილველის, მათ შორის პოლიციელების თვალწინ, გასროლა განახორციელა. 

ჩემთან მოვიდა სამსახურში, ვისაუბრეთ მის პრობლემებზე, ამბობდა, რომ იყო ცუდად, არ შემიძლია მაიკო... უცებ ავტომობილის საბარგულთან მოვიდა, არც მიფიქრია, რომ იარაღი ექნებოდა მანქანაში. უცებ გასროლის ხმაზე ძირს დავადა და გაჩერებული გულით შევიყვანეთ კლინიკაში"- აცხადებს დაჭრილის ყოფილი ცოლი, მაია ცენტერაძე. 

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. დაჭრილი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაში მძღოლად მუშაობს. 

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.