სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, ბიძგები სოფელ სამებასთან თბილისის დროით 11:37 საათზე დაფიქსირდა.
სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ კვირას, 13 თებერვალს სოფელ სამებასთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სიმძლავრე 6.2 მაგნიტუდა იყო. ბიძგები მთელ საქართველოში იგრძნობოდა.