დედას, რომელმაც შვილი უნიტაზში ჩააგდო, ბრალი წაუყენეს
24 წლის დიანა კაზნაფეროვას, რომელმაც საკუთარი შვილი უნიტაზში ჩააგდო, ბრალი წაუყენეს. მისი უფლებადამცველის ინფორმაციით, დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა განმარტავს, რომ ქალი გამოძიებასთან თანამშრომლობს.
საქმეზე აღკვეთის ღონისძიებაზე ფოთის საქალაქო სასამართლო, სავარააუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
"პირველების" ინფორმაციით, 24 წლის დიანა კაზნაფეროვა აღიარებს, რომ საკუთარი შვილი საკანლიზაციო მილში ჩააგდო.
ახალგაზრდა ქალი სასამართლოს გადაწყვეტილებას წინასწარი მოთავსების იზოლატორში ელდოება.
საზარელი დანაშუალი ფოთში 2 დღის წინ მხოდა. გამოძიების ინფორმაციით, 24 წლის ქალმა ახლაშობილი საკანალიზაციო მილში ჩააგდო. ჩვილის ცხედარი მოსახლეობამ მას შემდეგ იპოვა , რაც მილი გაიჭედა და ადგილობრივებმა დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ბავშვი გადაგდებამდე ცოცხალი იყო თუ არა.