15 644 ახალი შემთხვევა, 46 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 644 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 24 110.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 29,57%-ია.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 52 912 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 32 295 ტესტით, ხოლო 20 617 PCR-ით. 16 თებერვალს აიცრა 3 257 ადამიანი.