ფოთში, დედამ ახალშობილი ჩვილი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა - პროკურატურა

17.02.22 11:06
ფოთში, დედამ ახალშობილი ჩვილი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა - პროკურატურა

ფოთის სასამართლო ამ წუთებში რეზონანსული საქმის განხილვისთვის ემზადება - ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული დედა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან უკვე გადაიყვანეს.

მოსამართლე 34 წლის ქალის საქმის განხილვას ახლა იწყებს. პროკურატურის მტკიცებით, ქალმა ახალდაბადებული ჩვილი ჯერ გაგუდა შემდეგ კი უნიტაზში ჩარეცხა.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ეს პირველი შემთხვევა იყო თუ მსგავს შემთხვევას ადგილი მანამდეც ჰქონდა. 

ამის პარალელურად, საგამოძიო ორგანო ადასტურებს, რომ ფოთში, დედამ ახალშობილი ჩვილი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა. 

გამოძიების მტკიცებით, დედამ ჩვილი განზრახ მოკლა. 

პროკურატურამ ფოთში მომხდარი ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დედას ბრალდება წარუდგინა.  საქართველოს პროკურატურამ,  ფოთში მომხდარი ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დედას ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 10 თებერვალს, ფოთში, დ.კ.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით მისი ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა.  
სამართალდამცველებმა დ.კ. 14 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა) წარედგინა. 
პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ფოთის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა,"
- აღნიშნულია განცხადებაში. 

დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ ქალს ბრალი ახალშობილის განზრახ მკვლელობაზე აქვს წარდგენილი, თუმცა მისი მტკიცებით ფაქტობრივი გარემოებები სხვანაირად არის. ადვოკატი არ აკონკრეტებს რა გარემოებებს გულისხმობს.