ელენე ხოშტარია კლინიკაში გადაიყვანეს

06.04.21 23:06
ელენე ხოშტარია კლინიკაში გადაიყვანეს

ელენე ხოშტარია კლინიკა "ნიუჰოსპიტალში" გადაიყვანეს.  მოძრაობა "დროას" დამფუძნებლის საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი წნევა და ინტოქსიკაცია გახდა. ინფორმაცია "ტვ პირველის" ვებგვერდს ხოშტარიას მეგობარმა დაუდასტურა. მისი თქმით, პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.