ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის მთავარი ფიგურანტები გაუჩინარდნენ

17.02.22 17:02
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის მთავარი ფიგურანტები გაუჩინარდნენ

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის მთავარი ფიგურანტები მიმალვაში არიან - გიორგი ქარსელაძე და ირაკლი ბიბილეიშვილი პროკურატურისთვის მიცემული ჩვენების შემდეგ, გაუჩინარდნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი მკვლელობაში ბრალდებულებთან მეგობრობდნენ და ჩადენილი დანაშაულის შემდეგ გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე მათ საცხოვრებელ სახლებში იმალებოდნენ.

ნიკო კვარაცხელიას დედა აცხადებს, რომ საქმის მთავარმა ფიგურანტებმა კარგად იციან რა მოხდა ვერაზე და ვინ დაგეგმა და ვინ დგას ნიკოს მკვლელობის უკან.

"პირველების" გადამღები ჯგუფი რეზონანსული საქმის პროცესამდე, რომელიც ხვალ არის ჩანიშნული,  გიორგი ქარსელაძესა და ირაკლი ბიბილეიშვილს საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, თუმცა როგორც გაირკვა ირაკლი ბიბილეიშვილმა სახლი გაყიდა, მეორე, გიორგი ქარსელაძე მეზობლებს დიდი ხანია არ უნახავს. 

ირკვევა, რომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ, კავილაძე და ჭელიძე სწორედ ქარსელაძის სახლში იმყოფებოდნენ. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ახალგაზრდები, რომლებმაც ბრალდებულები შეიფარეს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და ირწმუნებიან, რომ  22 წლის ბიჭის მკვლელობის შესახებ არაფერი იციან. 

რაც შეეხება კიდევ ერთ დეტალს, ნიკო კვარაცხელიას დედის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავილაძეს აღიარებითი ჩვენება აქვს მიცემული. მათი თქმით, კავილაძემ მეგობრებს დეტალურად მოუყვა ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ. თქვა ისიც ვინ დაუკვეთა ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობა. 

შოთაძის უწყება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთების კვალზე ნახევარი წელია ვერ გადის - საქმეს მხოლოდ ორი ბრალდებული ჰყავს, რომლებიც სასამართლო პროცესზებზე არაფერს ამბობენ. მომდევნო სასამართლო, ხვალ 18 თებერვალს 14:00 საათზეა ცანიშნული.

არ არის გამორიცხული, რომ ჩვენება ნიკო კვარაცხელიას დედამ მისცეს. 

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 21 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს.