ავარია გლდანში - დაშავებულია ერთი პირი

07.04.21 10:00
ავარია გლდანში - დაშავებულია ერთი პირი

თბილისში, გლდანის ხიდებთან, მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა. "ტვ პირველის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსუბუქი დაზიანება ერთმა ადამიანმა მიიღო. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ტვ პირველს" განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.