1-ლი მარტიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება - ნახეთ სია
საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების დიდ ნაწილს ხსნის.
დღევანდელი გადაწყვეტილებით, მარტიდან ქვეყენაში კორონავირუსის გამო მოქმედი შეზღუდვები შემსუბუქდება.
- უქმდება კოვიდსასტუმროები;
- უქმდება თერმოსკრინინგისა და დეზობარიერის ქონის ვალდებულება;
- 1 მარტიდან ქორწილების, ქელეხებისა და წვეულებების გამართვა დასაშვები ხდება;
- ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან დაშვებული ადამიანების რიცხვი 15-მდე იზრდება, დახურულში - 10-მდე;
- აუცრელი და გაუტესტავი მოქალაქეებისთვის თვითიზოლაციის ვადა 5 დღემდე მცირდება;
- 15 მარტიდან კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება დაშვებული იქნება.
ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, პირველი მარტიდან შესაძლოა ეს შემსუბუქებები უფრო მრავალფეროვანი გახდეს და გაფართოვდეს.