ვაჟა-ფშაველაზე, ყაზბეგსა და ქავთარაძის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1 მაისიდან ამოქმედდება

07.04.21 12:27
ვაჟა-ფშაველაზე, ყაზბეგსა და ქავთარაძის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1 მაისიდან ამოქმედდება

ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე, ასევე ქავთარაძის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი მაისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

1-ელი აპრილიდან საბურთალოს რაიონში ფუნქციონირებს მუნიციპალური პავილიონები, რომლებიც განვათავსეთ იმისთვის, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება დაინერგოს ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის გამზირზე და ქავთარაძის ქუჩაზე. მუნიციპალური პავილიონები მოქალაქეებს დაეხმარება ინფორმაციის მიღებაში. ასევე, დაეხმარება იმაში, რომ მოახერხონ თავიანთი ავტომობილების დარეგისტრირება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქ, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება მოქმედებს, ავტომობილის გაჩერება არის უფასო. ასევე უფასო ელექტრომობილებისთვის, „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღლებისა და შშმ პირთათვის. 1-ელი მაისიდან ამ არეალში ძალაში შევა ზონალურ-საათობრივი პარკირება და საფასური იქნება 1 საათი - 1 ლარი", -  თქვა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები