7 წლის ბავშვი დარჩათ - რას ყვება მდინარეში გარდაცვლილების ოჯახის წევრი

07.04.21 13:06
7 წლის ბავშვი დარჩათ - რას ყვება მდინარეში გარდაცვლილების ოჯახის წევრი

ენგურის სანაპიროზე ამ წუთებში ცხედრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. მაშველებმა 3 გარდაცვლილი ცოტა ხნის წინ იპოვეს. 

რუსული ოკუპაციის მსხვერპლი ამჯერად ერთი ოჯახის სამი წევრი გახდა. 

გარდაცვლილთა ოჯახის წევრების თქმით, უმძიმესი სოციალური პირობებისა და ჯანმრთელობის პრობლემების გამო ისინი ოკუპირებული გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გავლით ცდილობდნენ, რა დროსაც მდინარის დამბა გახსნეს, ადიდებულმა ენგურმა კი ოთხი ადამიანი წაიღო.

გარდაცვლილებთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი ადამიანი, რომლის სამძებრო ოპერაციაც ამ დრომდე მიმდინარეობს.

გარდაცვლილია ჩემი ძმა, რძალი და ბიძაშვილის მეუღლე. ასევე პირი, ვისაც ესენი მდინარე ენგურის გავლით გადმოჰყავდა. ღამე გაუშვეს წყალი და ნაკადმა წაიღო. ჩემს ძმას 7 წლის ბავშვი დარჩა"- ამბობს გარდაცვლილის ძმა. 

მდინარემ  ოკუპირებული გალიდან სამი დღის წინ გაუჩინარებული საქართველოს სამი  მოქალაქის ცხედარი დღეს გამორიყა.