სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთაველზე კარვების ქალაქის ნაწილი დაშალეს
სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე კარვების ქალაქის ნაწილი დაშალეს. უწყვეტი პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ 9 აპრილის მემორიალთან მისვლა ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს, ამიტომაც მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.
სპეციალურად ვიღებთ კარვებს. ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოვიდეს 9 აპრილის მემორიალთან და გულისტკივილი გამოხატოს - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი, სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა.
სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ 9 აპრილის ღონისძიებების დასრულების შემდეგ კარვები რუსთაველზე კვლავ დაიდგმება.
სამოქალაქო აქტივისტები 9 აპრილს დაგეგმილ კონტრაქციასაც გამოეხმაურნენ და საგამოძიებო უწყებას პროვოკაციის თავიდან აცილების მოთხოვნით მიმართეს.