პრეზიდენტის პროტესტი - რუსეთი განცხადებაში ნახსენები არ არის

07.04.21 15:16
პრეზიდენტის პროტესტი  - რუსეთი განცხადებაში ნახსენები არ არის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მდინარე ენგურის გადმოკვეთის დროს 4 ადამიანის გარდაცვალების ფაქტს საგანგებო განცხადებით ეხმიანება. პრეზიდენტი პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს, თუმცა რუსეთი და რუსი მესაზღვრეები, რომლებიც უშუალოდ  საოკუპაციო ხაზზე დგანან, განცხადებაში ნახსენები არ არიან.  

მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევს და უგულვებელჰყოფს. 
საგანგაშოა, რომ ამას ეწირება უდანაშაულო და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეულ სირთულეების გადალახვას ცდილობს.
დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.
თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას
, - წერს პრეზიდენტი.