შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ზ.ხ.-ს მამა შეურაცხადია - ექსპერტიზის დასკვნა
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე, შეურაცხადად იქნა ცნობილი - შესაბამისი დასკვნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დადო.
როგორც "ტვ პირველის" ვებ-გვერდს ხომასურიძის უფლებადამცველმა, მამუკა ბასილაშვილმა, განუცხადა, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ზ.ხ-ს მამის მიმართ სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს.
თამაზ ხომასურიძეს ხონის სამედიცინო დაწესებულებაში იძულებით მკურნალობაზე გადაიყვანენ.
ხომასურიძეს ცრუ ჩვენების მიცემის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, მუქარისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.