ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული - ნგრევა ბათუმში

07.04.21 15:51
ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული - ნგრევა ბათუმში

ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე, არსებული სახლის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია ორი პირი. 

მშენებარე კერძო საცხოვრებელი სახლის ნაწილი მაშინ ჩამოინგრა, როდესაც ადგილზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაცვლილი, ხოლო ორი დაშავებული იყო.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც მათ შესაბამისი დახმარება გაეწევათ.

 

მსგავსი სიახლეები