პარლამენტის შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

პარლამენტში კორონავირუსის მასიური გავრცელების გამო, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
"ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, მმართველი გუნდის დეპუტატებს: მამუკა მდინარაძეს, ბექა დავითულიანს, ირაკლი მეძმარიაშვილსა და მაია მენაღარიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მიმდინარეობს სხვა დეპუტატების ტესტირებები.