ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს

08.04.21 11:30
ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს

ნიკა მელიას გადამწყვეტი პროცესი საქალაქო სასამართლოში - ადგილზე ოპოზიციური ლიდერის ახლობლები და მხარდამჭერები იკრიბებიან. დღევანდელ სასამართლო პროცესს ნიკა მელია არ დაესწრება, რადგან საბადრაგო სამსახურს ის რუსთავი მე-12 დაწესებულებიდან არ გადმოუყვანია. ამის მიზეზი მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის მიერ ოპოზიციონერი ლიდერის პროცესებიდან გაძევებაა. 

დაცვის მხარე სასამართლო პროცესებზე ნიკა მელიას დასწრების შესახებ  შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ასევე ამბობს, რომ ნიკა მელია უკანონო პოლიტაპტიმარია და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაყენებთ შუამდგომლობას ახალ მტკიცებულებებთან დკავშირებით. ასევე, დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ ნიკა მელიას მიეცეს უფლება, დაესწროს ამ საკმაოდ რეზონანსულ და მნიშვნელოვან სასამართლო სხდომას და მას, როგორც პოლიტპატიმარს, ელემენტარულად უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს უშუალოდ სასამართლო განხილვაში. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძებას, ჩვენ გვაქვს ცალსახა პოზიცია. ნიკა მელია იმყოფება უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში და მისი გათავისუფლება ეს არის ხელისუფლების მიერ მისაღები გადაწყვეტილება. ჩვენი პოზიციაა, რომ ყოველგვარი აღკვეთის ღონიძიება  გაუქმდეს და ის გათავისუფლდეს პატიმრობიდან, - ამბობს კონდახაშვილი.