ხმაური საქალაქო სასამართლოსთან - ერთმანეთს სამართალდამცველები და აქტივისტები დაუპირისპირდნენ

08.04.21 13:16
ხმაური საქალაქო სასამართლოსთან - ერთმანეთს სამართალდამცველები და  აქტივისტები დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოს ეზოში -  სამართალდამცველების სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები გახდნენ. ნიკა მელიას მხარდასაჭერად მისულ ახალგაზრდებს აქცია-პერფორმანსის გამართვა სურდათ. მათ ადგილზე ბანერები მიიტანეს და ფერადი ბოლის გაშვებას გეგმავდნენ, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოყვა. საბოლოოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული გუნდის წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსის გამართვა მაინც მოახერხეს. 

საქალაქო სასამართლოს ეზოში ნიკა მელიას მხარდასაჭერად  სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა „შეცვალეს“ ლიდერები იყვნენ მისულები. აქტივისტები აცხადებენ, რომ ნიკა მელია და გიორგი რურუა ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან და ვიდრე ისინი საპატიმროს  არ დატოვებენ, საპროტესტო აქციები არ შეწყდება. 
 

მსგავსი სიახლეები